საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა

Read Time:30 Second
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
 
კარანტინის რეჟიმშია – 5260 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 553. ამ დრომდე საქართველოში ვირუსის 589 შემთხვევაა დაფიქსირებული, 9 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
 
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია სავალუტო ფონდს მადლობას უხდის – ეს მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო დონორებისთვის, ერთად დგომით აუცილებლად დავამარცხებთ უხილავ მტერს
Next post ილია მეორე: ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესიას და ხალხს უჭირს, მაგრამ ღვთის წყალობა ეკლესიას არ მოაკლდება