ლევან კობიაშვილი – იმ დასანანი შეცდომის შემდეგ ერთიანობა შევინარჩუნეთ და შედეგი ამანაც მოგვიტანა

Read Time:26 Second

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გუნდში არსებული ერთსულოვნება იყო, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ განაცხადა.

„ვილის გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. თუ მიზნისთვის ყველაფერს აკეთებ, არ არსებობს, არ დაფასდეს. ჩვენს ახალგაზრდებს ზუსტად ამას ვეუბნები. ეს ყველაფერი დღეს დაგვიბრუნდა და ძალიან მიხარია.

გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ადამიანური შეცდომა იქნა დაშვებული (ხვიჩა კვარაცხელიას ყვითელი ბარათები დაუგროვდა და ლუქსემბურგთან შეხვედრა გამოტოვა), მაგრამ ერთიანობა შევინარჩუნეთ და ამან კიდევ უფრო გაგვაძლიერა. გვჯეროდა, რომ ეს შედეგს მოიტანდა და ასეც მოხდა. ესაა ერთიანობის შედეგი“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post (ფოტოები) „კვარა, ბუდუ, ზურიკო…“ – სად აღნიშნეს ბიჭებმა დავითაშვილის შვილის ნათლობა
Next post კახა ცხადაძე: ფაქტია, მამარდაშვილი უკვე მსოფლიო დონის მეკარეა და ეს გუშინ დაამტკიცა