ლევან კობიაშვილი ვილი სანიოლზე: მოხარულები ვართ, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ

Read Time:36 Second

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ვილი სანიოლის დანიშვნას დადებითად აფასებს და მის წარმატებულ კარიერაზე ამახვილებს ყურადღებას.

„მოხარულები ვართ, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ. როგორც ფეხბურთელი, ერთ-ერთი წარმატებული იყო. ფეხბურთის თამაშის შემდეგ, მის კარიერასაც თუ გადავხედავთ, საკმაოდ წარმატებულად მუშაობდა: თავის დროზე, საფრანგეთის 21 წლამდე ფეხბურთელების მწვრთნელი იყო, „ბორდოს“ მთავრი მწვრთნელი, ასევე – მიუნხენის ბაიერნში კარლო ანჩელოტის თანაშემწე… მას საკმაო გამოცდილება გააჩნია. მიხარია, რომ თავადაც ფიქრობს, რომ ეს მისთვის წინგადადგმული, წარმატებული ნაბიჯია. ჩვენც და მასაც ეს გადაწყვეტილება ძალიან გვიხარია“ – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი – ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Hill-ი: ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს
Next post ირაკლი კობახიძე: როდესაც ბრალდებული არ იხდის გირაოს, აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების გარდა სახელმწიფოს სხვა რეაქცია ვერ ექნება