Hill-ი: ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს

Read Time:29 Second

„ბაიდენმა შესაძლოა უკუაგდოს რუსეთი, კავკასიაში მისი მეზობლების მხარდასაჭერად“- ამ სათაურით სტატიას გამოცემა Hill-ი აქვეყნებს.

პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ თავის პირველ მიმართვაში შტატების მოკავშირეებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება მოითხოვა და განაცხადა, რომ ზეწოლას გააძლიერებს რუსეთის საგარეო აგრესიასა და შიდა ავტორიტარიზმზე.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონის მთავარი საყრდენი, პრეზიდენტისთვის ახალი მიდგომის დემონსტრირების კარგი ადგილი იქნებოდა.

როგორც Hill-ი წერს, საქართველომ დემოკრატია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებითაც განამტკიცა. „ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით. პრიორიტეტი გახდა ნატოში შესვლა და უსაფრთხოების სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაღრმავება“, – ვკითხულობთ სტატიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის
Next post ლევან კობიაშვილი ვილი სანიოლზე: მოხარულები ვართ, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ