სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის

Read Time:49 Second

ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ბოლო რამდენიმე კვირაში, არაერთი განცხადება მოვისმინეთ არა მხოლოდ ჯაფარიძისგან თუ გიორგი ვაშაძისგან, არამედ სხვებისგანაც, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, წამყვანი პოლიტიკურ პარტიებს ვინც უწოდებენ საკუთარ თავს, რომ ისინი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას და მათთვის დიალოგი იყო მცდელობა, რომ უცხოელებთან სახე შეენარჩუნებინათ. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ, როგორ დასრულდებოდა ეს მოლაპარაკებები. მათი მთავარი სურვილი სიტუციის ადუღება იყო. ყველას გვახსოვს თაკო ჩარკვიანის განწირული ყვირილი, თუ როგორ უნდა ხალხის ქუჩაში გასვლა. ამას ამბობდნენ სხვებიც. მათ ექნებათ კიდევ ერთი მცდელობა, რომ ნიკა მელიას საკითხი ვითარების დასაძაბად გამოიყენონ. როცა ეს არ გამოუვათ, დაელოდებიან, შემდეგი მსგავსი მომენტი როდის ჩაუვარდებათ ხელში. ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან სალომე სამადაშვილის იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელიას შესაძლო პატიმრობის გასაპროტესტებლად, ხალხი ქუჩაში გამოვა.

„გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ იქნება და ამას დავინახავთ თუ 24 საათში არა, 48 საათში მაინც“ – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ რუსეთის კანონმდებლობის გამოყენება ცხადი დასტურია, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს
Next post Hill-ი: ივანიშვილის პოლიტიკურ პერიოდში საქართველო მიუახლოვდა დასავლეთის ინსტიტუტებს