მაკა ბოჭორიშვილი: საოკუპაციო რეჟიმის მიერ რუსეთის კანონმდებლობის გამოყენება ცხადი დასტურია, რომ რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ახორციელებს

Read Time:51 Second

სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის არა ერთი ფაქტის მოწმენი ვართ და ეს ბუნებრივად იწვევს ჩვენს სრულიად სამართლიან აღშფოთებას. ზაზა გახელაძის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რას ნიშნავს ოკუპაცია და რა შედეგები მოაქვს რუსეთის უკანონო ქმედებებს ჩვენს ტერიტორიაზე, – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.

მისივე განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლო იყენებს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას მაშინ, როდესაც ასამართლებს უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს.

„ეს არის ცხადი დასტური იმისა, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის საქმე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სათანადო ყურადღების ქვეშ იყოს. საოკუპაციო რეჟიმების უკანონო ქმედებებს მოჰყვეს შესაბამისი შეფასებები და რეაგირება. რეაგირება, რომელიც უკანონო პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს დაუყონებლივ დაუბრუნებს საკუთარ ოჯახს“ – აღნიშნავს მაკა ბოჭორიშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ბურჯანაძე ნიკა მელიაზე: იმედი მინდა ვიქონიო, რომ ბოლო ინსტანციას მაინც გამოიყენებს ხელისუფლება იმისათვის, რომ არ მიიღოს უგუნური გადაწყვეტილება
Next post სოზარ სუბარი: ოპოზიციამ ვერ გაითავისა, რომ ხალხი მათ დაძახებულზე არ გამოდის