ირაკლი კობახიძე: როდესაც ბრალდებული არ იხდის გირაოს, აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების გარდა სახელმწიფოს სხვა რეაქცია ვერ ექნება

Read Time:1 Minute, 4 Second

ნიკა მელიამ დასვა საზოგადოების წინაშე ძალიან მარტივი კითხვა: საქართველო არის თუ არა სახელმწიფო? ამ კითხვას ძალიან მკაფიო პასუხი უნდა გაეცეს – რა თქმა უნდა, საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და მას ჰყავს შემდგარი ხელისუფლება. აქედან გამომდინარე რეაქცია მელიას კითხვაზე უნდა იყოს ერთმნიშვნელოვანი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„რაც შეეხება შესაძლო სირთულეებს, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ პასუხთან, მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ძალას რადიკალიზაციის ის რესურსი ჰქონდეს, რაც მათ სურთ, რომ ჰქონდეთ. ეს დავინახეთ წინა წლების განმავლობაში – ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ამ პოლიტიკურ ძალას რადიკალიზაციის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება. ბუნებრივია, ამას ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაც დამოკიდებულია კონკრეტული საქმის დეტალებზე. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ნათელია – სახელმწიფო ორგანოებს შეუძლიათ მხოლოდ კანონის შესაბამისად რეაგირება. როდესაც ბრალდებული არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნას და არ იხდის გირაოს, აქ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების გარდა სახელმწიფოს სხვა რეაქცია ვერ ექნება. ბუნებრივია, აქ არის ყველაფერი დღესავით ნათელია და ამის შესაბამისი იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეაქციაც. ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვიკითხოთ – სულ მცირე ერთი დღე კიდევ აქვს ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად და თუ ვინმეს სურს მოვლენების სხვა სცენარით განვითარება, მათ უნდა უზრუნველყონ გირაოს შეტანა. თუ ჩვენს პარტნიორებს არ შეუძლიათ მელიას მხრიდან გირაოს გადახდის უზრუნველყოფა, ბუნებრივია კრიტიკისათვის არავითარი საფუძველი არ რჩება. დღესავით ნათელია, რომ სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს, როგორც სახელმწიფომ“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან კობიაშვილი ვილი სანიოლზე: მოხარულები ვართ, რომ მასთან შეთანხმება მოვახერხეთ
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 486 ადამიანს დაუდასტურდა, 499 კი გამოჯანმრთელდა