ლევან დავითაშვილი: 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას

Read Time:1 Minute, 58 Second

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ბოსტნეული კულტურების წარმოებით და სასათბურე მეურნეობების განვითარებით. წლების განმავლობაში, ეს მიმართულებები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, ვითარდებოდა – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე.

მისი თქმით, ფერმერების მხარდაჭერის, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ მიმართულებების სისტემურ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოსტნეულის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების, წარმოების ზონისა და სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო კომპანია ,,იმერეთის აგროზონა“ დაფუძნდა.

„ეს არის 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას. შეიქმნება როგორც პირველადი წარმოების სათბურები, რომლებიც იქნება როგორც მაღალტექნოლოგიური და საშუალო, ისე დაბალი ტექნოლოგიებისა და ინვესტირების, ასევე მოეწყობა სასწავლო და ტრენინგ ცენტრები, რადგან ცოდნის მიღება ჩვენ ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,იმერეთის აგროზონას“ ექნება ყველანაირი სერვისის მიწოდების საშუალება, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ 200 ჰექტარს მოემსახურება, რომელიც გამოყოფილია ფარცხანაყანებში, არამედ მთლიანად, წაყალტუბოს მუნციპალიტეტის ფერმერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აქ აშენდება სამაცივრო, შემნახავი და გადამმუშავებელი მეურნეობები იმგვარად, რომ წარმოებული თითოეული კილოგრამი პროდუქტი მეტ ღირებულებას შეიძენს და ექსპორტზე გავა არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც. პროექტი დამუშავებულია ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ, დამთავრდა დეტალური შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და დღეს, უკვე კონკრეტული პირობებით, ვიწყებთ ინვესტორებთან შეთანხმებას. “ვფიქრობ, ეს არის სანიმუშო პროექტი არა მხოლოდ წყალტუბოსთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის და შეგვიძლია, სხვა რეგიონებშიც განვახორციელოთ. ფერმერების მხარდასაჭერად, ფარცხანაყანების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და კოპიტნართან მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებთათვის, სახელმწიფო დააფინანსებით, შეიქმნება მერძევეობის თანამედროვე კოოპერატივი და მეცხოველეობის ფერმა 125 ჰა-ზე ფართობზე, სადაც ჩვენ ფერმერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ პროდუქტიული ჯიშები, ჰქონდეთ მეტი წარმოება და შესაბამისად, მიიღონ მეტი შემოსავალი”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები იმერეთშია, რომელსაც განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება.

„იმერეთი, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეა, გამორჩეულია თავისი ლამაზი ბუნებით და შესაბამისად, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები გვაქვს იმერეთში, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება, ზრუნვა სჭირდება. რომელსაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან დღემდე, 15 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაცული ტერიტორიების აღდგენა – შენარჩუნებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი დავალებით, გვაქვს ამბიციური გეგმა, მთელი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებში, დამატებით, 3 000 კმ-ის ბილიკების რეაბილიტაცია და ახალი ბილიკების გაყვანა მოვახდინოთ. ამისთვის, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები, უკვე დაწყებულია სამუშაოები, რომელიც 2022 წელსაც გაგრძელდება და ამისთვის, 20 მლნ ლარს დავხარჯავთ“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მამუკა ხაზარაძემ ბრალი დამდო, რომ ხალხს ვატყუებ და ქვეყანაში ჯამში არის 7 ათასი კმ გზა, სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე რომ შესულიყო, ძალიან მარტივად გაარკვევდა, რომ ქვეყანაში არის 21 101 კმ გზა
Next post კახა კალაძე: ქალაქს 24-საათიანი შრომის შედეგი ეტყობა, თუმცა, გპირდებით, თბილისისთვის მეტს გავაკეთებთ