ლევან დავითაშვილი – რეალურად, საწვავზე ფასის შემცირებას ორკვირიან პერსპექტივაში უნდა ველოდოთ

Read Time:49 Second

ენერგომატარებლების მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„უკრაინის ომი აისახება არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკებზე, არამედ გლობალურ ეკონომიკაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ენერგომატარებლები მაღალ ფასს ინარჩუნებს და ზუსტად ეს მაღალი ფასი იყო იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში საცალო ქსელებში საწვავის ფასი რეკორდულად მაღალი იყო. ალბათ, ისტორიაში ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გარდა მსოფლიოში არ დარჩენილი ქვეყანა, სადაც საწვავზე ფასის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირდა.

„საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. თუმცა აქ არ არის საწვავის ყველაზე მაღალი ფასი. უკვე იყო სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან განცხადებები, რომ საქართველოში საწვავის ფასი არის ზოგიერთ ქვეყანაზე, ძირითადად ნავთობმწარმოებელ ქვეყნებზე უფრო მაღალი, მაგრამ ასამდე ქვეყანაა, სადაც საქართველოზე მაღალი ფასი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ეს დამაიმედებელი არ არის. ჩვენ გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებზე და ეკონომიკაზე ეს მძიმედ აისახება. იმიტომ, რომ ნავთობპროდუქტები ბევრი სხვადასხვა პროდუქტის ფასწარმოქმნაში მონაწილეობს“, – განაცხადა დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაიდენი სამხედრო აქტივობის შემცირების შესახებ რუსეთის განცხადებაზე: ვნახავთ, რუსეთი შეასრულებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს
Next post ზურაბ იაკობიშვილი ​ევროპის ჩემპიონი გახდა