ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

Read Time:30 Second

ჩვენ უნდა მოვახდინოთ მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია, გასაგებ ენაზე მისატანი თითოეულ ჯგუფთან, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, არსებობენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ყოველთვის გამოდიან განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების წინააღმდეგ და მას ეჭვი აქვს, რომ მათ კონკრეტული ინტერესები ამოძრავებთ.

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლევან დავითაშვილსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას ჰესის მშენებლობის ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარება დაავალა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს
Next post ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება