ლევან დავითაშვილი: მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს

Read Time:39 Second

მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება.

„პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ეკონომიკური კომისია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას განვიხილავთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. ეს ხაზს უსვამს უნგრეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს. ასევე, ჩვენ მოვახდინეთ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ინვესტიციების დაცვისა და აღიარების შესახებ შეთანხმება, რომელიც გარკვეული პროცედურების შემდეგ ოფიციალურად დასრულდება, დამტკიცდება და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო
Next post გიგა ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად საჭიროა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მომხრეების რაოდენობის ზრდა