ლევან დავითაშვილი: თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა

Read Time:40 Second

კოოპერატივებისთვის ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი კომპონენტი ტექნიკურ დახმარებაში, რაც პირდაპირ კავშირშია კოოპერატივების მდგრადობასთან, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

„კოოპერაცია ჩვენ პოლიტიკაში ახალი თემაა. ვიცით, რომ განსაკუთრებული შედეგები აქ შეიძლება ჯერ არ იყოს, მაგრამ საფუძველი ჩაყრილია, რომელიც დარწმუნებული ვარ რამდენიმე წელში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს. შექმნილია რამდენიმე მსხვილი კოოპერაციული მეურნეობა, მათ შორის მეთხილეობის სექტორში ჩვენ ვხედავთ კოოპერაციის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას იმისთვის, რომ ეს იყოს წარმატებული და რამდენიმე წელში ჩვენ მსხვილი კოოპერატივები გვექნება სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში.

ასევე ჩვენ გვაქვს რამდენიმე წარმატებული მაგალითი სხვა სექტორში, როგორცაა მეფუტკრეობა, რძის მწარმოებელი კოოპერატივები. კოოპერატივების მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტის სტანდარტების არსებობა, მართვის ელემენტარული უნარ-ჩვევების ჰქონდა და აქ კოოპერატივების დახმარებისთვის ჩვენ გვაქვს სპეციალური საგრანტო დახმარება, იგივე ბუღალტრული თუ მმართველობითი საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების კუთხით. თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა“, – აღნიშნა მინისტრმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს
Next post ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დახარჯა