ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დახარჯა

Read Time:29 Second

2013 წელს სოფლის მეურნეობა გამოცხადდა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და უპრეცენდენტოდ დიდი დახმარება იყო ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მან პირდადი სახსრებით დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დახარჯა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს იყო, ფაქტობრივად, გარდამტეხი მომენტი სოფლის მეურნეობაში, რადგან ამ პერიოდამდე ქვეყანას ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების შემცირება.

„სოფლის მეურნეობაში დამატებითი ღირებულება მცირდებოდა და ფაქტობრივად სოფლისკენ მიბრუნება ჩვენი მოსახლეობის ზუსტად ამ სტიმულმა გამოიწვია. ამის შემდგომ ჩვენი პოლიტიკა იყო თანმიმდევრული. ეს იყო ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა
Next post 200 000-მდე ფერმერის დასახმარებლად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება