200 000-მდე ფერმერის დასახმარებლად 300 მილიონი ლარი დაიხარჯება

Read Time:33 Second

ფერმერებს შეეძლებათ მიმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს 20 მაისიდან, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, მრადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ყველა ეს დახმარება შეეხება დაახლოებით 200 000 ფერმერს და ამ დახმარების სრული ბიუჯეტი იქნება 300 მილიონი ლარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

მან მიწების რეგისტრაციის საკითხზეც ისაუბრა. „ამასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანი და სისტემური მომენტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განგვეხილა, გახლავთ მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ. უკვე გამოყოფილია დაფინანსება ამ ღონისძიებისთვის. ქვეყანაში, სამი წლის განმავლობაში, სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 200 მილიონ ლარამდე დახარჯა
Next post სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს შიმშილი ემუქრება