ილია მეორე: უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს

Read Time:45 Second

უფალი ხედავს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს. უფალი ხედავს საქართველო როგორ გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ საქართველო იმოქმედებს ასევე სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომ ამ ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო, – ამის შესახებ პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

ილია მეორის თქმით, უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი და ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს.

„ჩვენ ვმადლობთ უფალს დიდი წყალობისათვის, ვამდლობთ ყველაფრისათვის – განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა და ყველაფრისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ეს პატრონობა ყოველდღე ჩანს. ეს არის უდიდესი სასწაული და წყალობა. ჩვენ დღეს სამადლობელო პარაკლისს აღვავლენთ და მადლობას შევწირავთ უფალს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ჩემ მიერ დაწერილია განჩინება, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვდომილობის. მთელი კვირა ქართველი ერი იზეიმებს ამ დიდ დღესასწაულს. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა“, – აღნიშნა პატრიარქმა.

12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: საქართველოს შეუძლია, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანიც და დევიზიც
Next post ლევან დავითაშვილი: თითოეული კოოპერატივისთვის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსება იქნება არაუმეტეს 25 000 ლარისა