ლალი მოროშკინამ  “ცეკვავენ ვარსკვლავები” პროტესტის ნიშნად დატოვა

Read Time:45 Second

ლალი მოროშკინა ტელე-იმედის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებს” პროტესტის ნიშნად ტოვებს. ის, ამის თაობაზე, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“მე ჩავიფსი”- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში “გავუტარებ” ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე!

როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას(ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე,

მე არ ვარ!!! 

როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!

როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?

*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-

დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!

* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!

* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

ყველას დიდი მადლობა და

ნახვამდის!

P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე…სე ლა…ვი”- წერს მოროშკინა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “არავინ არ გაბედოს…თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს”- კალაძე ოპოზიციას აფრთხილებს
Next post “საქართველოში ხალხს რომ უჭირდეს, გამხდრები იქნებოდნენ” – გუგული მაღრაძე