“არავინ არ გაბედოს…თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს”- კალაძე ოპოზიციას აფრთხილებს

Read Time:27 Second

ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა- აცხადებს თბილისის მერი, მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების კომენტირებისას. კალაძე ოპოზიციას აფრთხილებს:

“არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე და კანონის წინაშე…გუშინ ვითომ აქციები გამართა ნაცმოძრაობამ, 10-10 კაცი ყავდათ გამოყვანილი. ცდილობენ, რომ რაღაც ფონი შექმნან ვითომ რაღაცა უბედურებაა. თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვს კონკრეტულ პირს, მას უნდა მოვთხოვოთ კანონის წინაშე და ვაგებინოთ პასუხი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ,  ვინმემ არ გაბედოს კანონის მიღმა ნაბიჯების გადადგმა” აცხადებს კალაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post
Next post ლალი მოროშკინამ  “ცეკვავენ ვარსკვლავები” პროტესტის ნიშნად დატოვა