ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Read Time:22 Second

მარტში გამართული აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილებით ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

ლაზარე გრიგორიადისი პროცესს ესწრებოდა. ოჯახი აპირებს დაუყოვნებლივ მიმართოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე-ქართველი ხალხის ისტორიული ნება იმის შესახებ რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია კონსტიტუციაში ქართულმა ოცნებამ ასახა…ხალხმა იცის სიმართლე და თავის სათქმელს არჩევნებზე იტყვის
Next post მამუკა ხაზარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: ველით შეწყალებას