მამუკა ხაზარაძე ლაზარე გრიგორიადისზე: ველით შეწყალებას

Read Time:40 Second

ველით შეწყალებას – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება ლაზარე გრიგორიადის მიმართ სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს  მოსამართლე ზვიად შარაძე ლაზარე გრიგორიადისს  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეგახსენებთ, შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა
Next post გია ვოლსკი: უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, იქ არის სალომე ზურაბიშვილიც