გია ვოლსკი: უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ადამიანს ცეცხლი წაუკიდოს, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, იქ არის სალომე ზურაბიშვილიც
უკვე ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში, სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს. მისივე თქმით, არც მის შეწყალებას გამორიცხავს, რასაც ვოლსკის შეფასებით, ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება, ჰქონდეს.
„ფასეულობების განსხავებებია იმ ადამიანთა შორის, ვინც ამბობს, რომ „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის და ნებისმიერი ადამიანის დაწვა არ შეიძლება და არიან მეორენი, რომლებიც ხალხს მოუწოდებენ იმისკენ, რომ ასეთი საქციელი იყოს სამაგალითო. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მეცოდება ყველა, ვისაც რამეს მიუსჯიან, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში აშკარაა, რა გვიდევს ზედაპირზე, საზოგადოებამ საიდან უნდა გააკეთოს დასკვნა. არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც ცოცხალ ადამიანს ნებისმიერ გარემოებაში წვავ და სიკვდილს უპირებ და მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მით უმეტეს, თუ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა. არც მის შეწყალებას გამოვრიცხავ. შეწყალებას ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება, ჰქონდეს. მეორე მხრივ კი, მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა, ცეცხლი წაუკიდოს და ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. სწორედ ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება, გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ვოლსკი: 2012 წლიდან მოყოლებული, ერთი მაგალითი დაგვისახელონ, როდესაც საქართველომ რუსეთის ინტერესებით იხელმძღვანელა. მე ათს დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ რუსეთის ინტერესები გაატარა
ათს [მაგალითს ]დაგისახელებთ, თუ მეტს არა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებამ არათუ რუსეთის ინტერესები გაატარა, რასაც დღეს ვხედავთ, რაც საქართველოს პრობლემაა,...
გიორგი გაბუნია: გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს სჭირდება მეგობრები, პარტნიორები
გუშინ მოვისმინე ერთ-ერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დაკავშირებულია მსაჯობის პრინციპთანო. ეს მომხვდა ყურში. ჩვენ არ გვჭირდება მსაჯები, საქართველოს...
გიორგი ვოლსკი აქციებზე: თუ ვკითხულობთ, ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს, ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!
ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს [აქციებს], ნანუკა ჟორჟოლიანი რომ არ კრებს ფულს, ხომ გასაგებია?!, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე
ჩვენი შეხვედრის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა...
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ფრონტის მთავარი მიზანი იქნება სწორედ ფრონტის გახსნა, თუ სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გამოაცხადებენ ლიდერად, ეს იქნება კარგი ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიონ ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი დააანონსა რეალურად სალომე...
ირაკლი კობახიძე ოთხი საგარეო საქმეთა მინისტრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე: ეს აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნების იმიჯზე უარყოფითად, არამედ ეს მთლიანობაში აისახება ევროკავშირის იმიჯზეც
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საპროტესტო აქციებში ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა არასერიოზულია. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს თურქეთში განუცხადა, ეს უარყოფითად აისახება...