კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

Read Time:31 Second

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადეს.

პროექტის მიხედვით, ბილიკი წლის ბოლომდე მოეწყობა და მისი სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. მაია ბითაძის განმარტებით, მერიამ უკვე დაასრულა ტყის ინვენტარიზაცია, შედეგად კი გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ბითაძის თქმით, ამ ბილიკებზე, მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ადგილები, ასევე ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და გადმოსახედები.

“ეს ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ისეთ სივრცეებს გაეცნოს თბილისში, სადაც პრაქტიკულად ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ასევე 20 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ტყე აღდგება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მწყემსს ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა
Next post კახა კალაძე: დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება