კიევში გაანეიტრალეს კადიროველთა ჯგუფი, რომლებიც ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ

Read Time:25 Second

კიევში სახიფათო კადიროვის დივერსანტთა ჯგუფი გაანეიტრალეს.ამის შესახებ ტელეგრამში ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, კადიროველები ქალაქში სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ. ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

„კიევში ჩეჩენ დივერსანტთა ჯგუფი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით მოძრაობდნენ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა გაანეიტრალეს. უკრაინელებმა ნაწილი დახოცეს, ნაწილი – დაატყვევეს“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.

პარალელურად, რუსეთმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უკრაინის ტერიტორიისა და დასახლებების დაბომბვა დაიწყო.

უკრაინის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დილიდან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სარჯველაძე – მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის კი, საკუთარი მერკანტილური ინტერესი
Next post ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსები დიალოგის იდეას თუ სერიოზულად ეკიდებიან, მათ ჯერ ჯარი უნდა გაიყვანონ უკრაინიდან