მიხეილ სარჯველაძე – მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია, აქაური ოპოზიციის კი, საკუთარი მერკანტილური ინტერესი
ძალიან სამწუხაროა და ძნელად მოსასმენი ეს ყველაფერი, როდესაც ვხედავ, რომ მთელი მსოფლიოს საზრუნავი უკრაინელი ხალხია და აქაური ოპოზიციის საზრუნავი საქართველოში საკუთარი მერკანტილური ინტერესი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციონერ ზურაბ ჭიაბერაშვილის ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილი წერს, „საჭიროა, აგორდეს დიდი კამპანია „დაასანქცირეთ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი საქართველოში“. მისივე თქმით, ეს მესიჯი უნდა ახლდეს ჩვენს ყველა პოსტს „ტვიტერსა“ და „ტელეგრამზე“, რომელსაც, ჭიაბერაშვილის თქმით, მთელი მსოფლიო კითხულობს.
სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უკრაინელი ხალხის გვერდში დგას და ეს საერთაშორისო ასპარეზზე მიღებულ დოკუმენტებშიც გამოჩნდა.
„ეს არის უბედურება. ეს არის მანკიერი აზროვნების კლასიკური მოდელი. ადამიანებს არ აინტერესებთ იქ გარდაცვლილი ბავშვის ამბავი და აინტერესებთ აქ როგორ მოიწყონ პოლიტიკური კარიერა. კარგია ეს? ეს არ არის ნორმალური. ერთია ლაპარაკი და ბოდიშს ვიხდი, ყბედობა ოპოზიციის მხრიდან და მეორე არის ნაკეთები საქმეები. ხელისუფლება ამ წუთას დგას უკრაინელი ხალხის გვერდში. ეს გამოიხატება მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების მიღებაში.
კითხვები რომ გაჩნდა პირველ დღეს, ვის მხარეს ვდგავართ, ამ სპეკულაციებს ხომ დაუსვა წერტილი საერთაშორისო ასპარეზზე იმ დოკუმენტების მიღებამ, ან ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ. ახლა საკითხის ისე დაყენება, რომ მანდარინს თუ აღარ შევიტანთ რუსეთში, რუსეთი ამის გამო კოლაფსში ჩავარდება, და ჩვენ გავიმარჯვებთ, ეს არის უბრალოდ ადამიანების მოტყუება. ჩვენი მოქალაქეების მოტყუებაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის...
გიორგი ზერეკიძე რადიკალებზე: ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა
ვფიქრობ, ჩემი დუმილი დანაშაულია. ვატყობ, რომ ამ ადამიანებს არ სურთ, მივიდეთ არჩევნებამდე. მათი მიზანი ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა, - გადაცემაში „იმედი...
იაგო ხვიჩია: გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ
გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია...
მამუკა მდინარაძე: სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს
მათი [ოპოზიციის] თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“...
დაჩი ცაგურია რადიკალებზე: სტრატეგიული ობიექტები მათ რუსეთს გადასცეს. ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენონ
ვინც მოუტანა ჩვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლა და კანდიდატის სტატუსი, თურმე ახლა იმათ წინააღმდეგ ღამე უნდა გაათენოს იმან, ვინც ყველაფერი რუსეთს...
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს – სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში
მიზანი არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გამოიყენონ სახელმწიფო გადატრიალებისთვის და რევოლუციური პროცესების მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილი არის იარაღი...