კვლევა: დედები, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ, სხვა დედებზე უფრო მეტად არიან სტრესის ქვეშ

Read Time:49 Second

ამერიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის დედები, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ, უფრო მაღალი სტრესის ქვეშ არიან, ვიდრე ის დედები, რომლებსაც ერთი, ორი ან სამზე მეტი შვილები ჰყავთ.

2013 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ახალი დეტალებით ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გამოკითხვაში ქვეყნის მასშტაბით 7 164 დედა იღებდა მონაწილეობას.

კვლევაში მონაწილე ფსიქიატრი ჯენეტ ტეილორი ამბობს, რომ მეოთხე შვილის გაჩენის შემდეგ დედები უფრო მშვიდდებიან:

“როცა ოთხზე მეტი შვილი გყავს, პერფექციონიზმისთვის გონებაში ადგილი უბრალოდ აღარ გრჩება და უბრალოდ გიხარია, თუ ისინი სკოლაში დროულად მივლენ. რაც უფრო მეტ შვილს აჩენს დედა, მით უფრო თავდაჯერებული ხდება ის თავის უნარებში”.

ერთ-ერთი დედის თქმით, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, სტრესის მოზღვავება იგრძნო:

“ჯერ ერთი და მერე მეორე შვილის გაჩენა მარტივი ცვლილებაა. მეორედან მესამე შვილზე გადასვლის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დგება”.

მისი სიტყვებით, საშინელ შფოთვას გრძნობდა გარეთ გასვლისასაც კი, როცა სამივე შვილზე ხელის ჩაკიდება უბრალოდ არ შეეძლო.

გამოკითხვით ასევე დადგინდა, რომ დედების 60% გოგოებზე უფრო ღელავს, ვიდრე ბიჭებზე და ასევე 60%-ს ყველაზე მეტად ის ადარდებს, რომ ერთ დღეში ყველაფერთან გასამკლავებლად საკმარისი საათი არაა.

წყარო: People

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
Next post ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას