22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

Read Time:30 Second

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებულ ტყეში, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 100-მდე ნერგი დარგეს.

დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 50 000 -მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული.

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურული ცხენოსნები
Next post კვლევა: დედები, რომლებსაც სამი შვილი ჰყავთ, სხვა დედებზე უფრო მეტად არიან სტრესის ქვეშ