კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“

Read Time:46 Second

დღეს 27 სექტემბერია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული – სოხუმის დაცემის დღე. ესაა შემთხვევა, როცა დრო იარებს ვერაფერს უხერხებს, რადგანაც ქართველი ხალხი ვერასდროს შეეგუება ერთიანი საქართველოს განუყოფელი ნაწილის ძალით მოკვეთის მცდელობას, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, დღეს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციისას განაცხადა.

„27 სექტემბერი ფაქტობრივად ოკუპაციის დაწყების დღეა და ჩვენ საარჩევნო კლიპის პრეზენტაციისთვის დღევანდელი დღე შევარჩიეთ. ამ კლიპში, ახალგაზრდა მუსიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში ჩადიან და გვიჩვენებენ როგორია ჩვენი საქართველო. თუმცა უდიდესი ტკივილია, რომ არ გვქვს შესაძლებლობა საკუთარი თვალით ვიხილოთ სოხუმი და ცხინვალი. გადავიღოთ ამ მშვენიერ ქალაქებში მსგავსი შინაარსის კლიპები. ძალიან სამწუხაროა, რომ არ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს ის უდიდესი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, რომელსაც საოკუპაციო ხაზი უდიდეს მონატრებად აქცევს და რომლის შესახებ ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების თაობებს სამწუხაროდ მხოლოდ გადმოცემით სმენიათ. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და ერთად იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“ და ერთად შექმნიან ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალს“, – აღნიშნა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე: „ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა“
Next post ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში