ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში
სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგები განიხილეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე, სადაც სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი.
„გეოპოლიტიკური პერსპექტივიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და შესაბამისად, ჩვენს მიზანს წარმოადგენს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ დიალოგისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობაზე, რაც მიგვიყვანს პრაქტიკულ გადაწყვეტილებამდე საერთო რეგიონალური ინტერესების განხორციელებაში. საქართველო ყოველთვის იყო და არის მზად, მხარი დაუჭიროს და წაახალისოს საერთაშორისო კანონზე დაფუძნებული მშვიდობა და უსაფრთხოება კავკასიაში კონფლიქტის რეგიონის მშვიდობის ზონად გარდაქმნის ხელშეწყობის გზით. ეს სიტყვები უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით, საქართველოსათვის ამ ტრაგიკულ დღეს, როდესაც 27 სექტემბერს 28 წლის წინ, ათასობით ქართველი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი, როდესაც ათასობით ადამიანი დაიღუპა და თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთის რეგიონზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ოკუპაციამ ხელი ვერ შეუშალა საქართველოს რეგიონში დიალოგისა და ნდობის აღდგენის გზების ძიებაში. სწორედ, ყარაბაღის ომის შემდეგ, საქართველომ წამოაყენა სამმხრივი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის აღდგენის პროცესს.
„აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი ტყვის გათავისუფლებამ და მათ ოჯახებში დაბრუნებამ, ასევე სომხეთის გადაწყვეტილებამ, აზერბაიჯანისათვის დანაღმული ტერიტორიების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მედიაციის გზით, ნათლად წარმოაჩინა დიალოგის შესაძლებლობა, და რეალურად შექმნა შესანიშნავი საფუძველი ამისათვის. დროთა განმავლობაში დადგება იმის აუცილებლობა, რომ ვიფიქროთ რეგიონის სამშვიდობო ჩარჩოზე, რომელიც გაამყარებს სამეზობლო ურთიერთობებსა და ხელს შეუწყობს მყარ განვითარებას სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...