ზურაბ აბაშიძე: „ის, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების დამსახურებაა“

Read Time:43 Second

27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე აფხაზეთის ომის ვეტერან ვაჟა სიხარულიძეს ესტუმრა და მის საჭიროებებს პირადად გაეცნო.

მაჟორიტარობის კანდიდატმა აფხაზეთის ომში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ის რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომლებმაც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში საკუთარი თავდადებით უდიდესი წვლილი შეიტანეს.

როგორც ზურაბ აბაშიძემ ომის ვეტერანთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ოკუპაცია დღემდე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, ერთობლივი ძალისხმევით ქართველი ერი აუცილებლად მიაღწევს ქვეყნის გაერთიანებას.

ზურაბ აბაშიძე: „თქვენი სიმამაცე და თქვენი ისტორია ქმნის დღეს ჩვენი ქვეყნის  სტაბილურობის საფუძველს და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, მშვიდობითა და განვითარებით დავძლევთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად მივაღწევთ საერთო მიზანს – ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას.“

აღსანიშნავია, რომ ვეტერანთა ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს შემუშავებული და მომავალშიც, მათი და მათი ოჯახების მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელება იგეგმება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მომავალი არის ნათელი – გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო
Next post კახა კალაძე: მოვა დრო როდესაც ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდები ერთად მოივლიან საქართველოს და იმღერებენ, რომ მათი „საქართველო აქ არის“