კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ამ ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს

Read Time:33 Second

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის – ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. რა თქმა უნდა, დღეს აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ ეს სჭირდება ქალაქს და ვიქნებით იქ, სადაც თბილისის განვითარება მოითხოვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილს შეეხებოდა, არის ისტორიის გადაწერის მცდელობა, ასეთი ჩანაწერები ჩრდილს აყენებს თავად რეზოლუციის ტექსტს
Next post გიორგი ვოლსკი: ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისთვის