გიორგი ვოლსკი: ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისთვის

Read Time:27 Second

ევროპა დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„საგანგებო მნიშვნელობა აქვს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ეს არ არის მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ინტერესების სფერო. ევროპა, მისი ბაზარი დაინტერესებულია იმაში, რომ ალტერნატიული ენერგორესურსი ჰქონდეს სწორედ აზერბაიჯანიდან და საქართველოს დერეფანი, რა საკვირველია, ერთადერთი ალტერნატიული შესაძლებლობაა ამისათვის. ამ თემებზე მოლაპარაკების პერიპეტიებს თუ გადავხედავთ, ძალიან მარტივად დავასკვნით თუ ვის სჭირდება დესტაბილიზაცია საქართველოში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვან თემებზე მიდის მსჯელობა. სატრანზიტო მიმართულებით საუბარი დღეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ამ ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს
Next post მარიკა არევაძე: საკომიტეტო მოსმენაზე ვისაუბრებ ჩემს ხედვებზე სახალხო დამცველის ინსტიტუციის გასაძლიერებლად