შალვა პაპუაშვილი: რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილს შეეხებოდა, არის ისტორიის გადაწერის მცდელობა, ასეთი ჩანაწერები ჩრდილს აყენებს თავად რეზოლუციის ტექსტს

Read Time:35 Second

ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი სახის ჩანაწერები ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტს ჩრდილს აყენებს.

„ეს ჩანაწერი, ან შესწორება, რომელიც შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილს, არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ არ ვიქნებით მართალი ჩვენს ისტორიასთან და არც ევროსაბჭო იქნება მართალი საქართველოს ისტორიასთან, რომ ასეთი ჩანაწერებით მოხდეს ისტორიის გადაწერა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროსაბჭოს ორგანო არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელმაც პირდაპირ აღიარა მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გირგვლიანის საქმეში. ამიტომ ასეთი ჩანაწერები რეზოლუციაში, ჩრდილს აყენებს თავად რეზოლუციის ტექსტს. მე იმედი მაქვს, რომ ევროსაბჭოს ასამბლეის წევრები მომავალში ამ პასუხისმგებლობიდან შეხედავენ ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებულ ტექსტებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა
Next post კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე: ამ ტრაგედიამ გამანადგურა, მაგრამ პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა, ვიყო იქ, სადაც ამას ქალაქის განვითარება მოითხოვს