კახა ბექაური: თუ სიძულვილის ენის აკრძალვის საკითხზე საზოგადოებაში არ იქნება თანხმობა, ცალკე აღებული ხელისუფლება ვერაფერს იზამს

Read Time:54 Second

თუ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება, რომ სიძულვილის ენის აკრძალვა არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება – ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს, – ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა, კახა ბექაურმა განაცხადა.

„სიმძიმით რომ შევაფასოთ, შეურაცხყოფასთან შედარებით უფრო მძიმე გადაცდომად ითვლება სიძულვილის ენა. ჩვენ მთლიანად ევროპის მასშტაბით გაკეთებული გვაქვს კვლევა, სად რა სტანდარტი მოქმედებს შინაარსის, ანუ კონტენტის რეგულირებაზე. მეტიც, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ბავშვებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი გადაცემები აკრძალული იყოს. ჩვენ ეს საკანონმდებლო ცვლილება სიძულვილის ენაზე მოვამზადეთ და 2017 წლის ბოლოს შევიტანეთ პარლამენტში, თუმცა განხილვა დღემდე არ დაწყებულა. თუ საზოგადოების დაკვეთა არ იქნება, რომ ეს არ დააზიანებს ჩვენს დემოკრატიას, არამედ პირიქით წაადგება – ამაზე თუ საზოგადოებაში თანხმობა არ იქნება, ცალკე აღებული ხელისუფლება, რომელიც მაშინვე აგრესიის დიდი ტალღის ქვეშ მოხვდება, ვერაფერს იზამს. დღეს რომ სიძულვილის ენა არაა აკრძალული, ეს ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას. რატომ? განსხვავებულ მოსაზრებას რომ გამოთქვამს ვინმე, ადამიანები მას შეურაცხყოფას აყენებენ. ამ ადამიანს მეორედ თავისი აზრის გამოხატვის სურვილი აღარ გაუჩნდება. სიძულვილის ენა გამოიყენება გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, კონკრეტული მოსაზრების დომინირებისთვის და საწინააღმდეგო მოსაზრების ჩასახშობად“, – აცხადებს კახა ბექაური.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია – ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება, მხოლოდ აქტიურობის გზით არის შესაძლებელი რაღაც შედეგის მიღება
Next post ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესზე: ეს სიყვარულის დიდებული ისტორიაა, საყვარელ ქალს დავუბრუნდი