კარლ ჰარცელი პარტიების ლიდერებს მოუწოდებს, რომ საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. „მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, საკუთარ წევრებს ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა შეახსენონ, –ამის შესახებ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოში ევროკავშიროს ელჩის განცხადებით, ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
„საარჩევნო კამპანია ჯერ მიმდინარეობს. ასე რომ, ჯერ ცოტა ადრეა შთაბეჭდილებების შესაჯამებლად. თუმცა, ვიტყვი, იმ კარგს შორის, რასაც კამპანიის დროს მრავალი პარტიის მიერ წარდგენილ პროგრამებში გამოვარჩევდი, ხშირად ასახული იყო პარტიების მკაფიო ხედვები და მისწრაფებები.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან სასარგებლოა და მჯერა, რომ ეს არის ახალი საარჩევნო სისტემის შედეგი, რომ ასევე ამომრჩევლისთვის არის უფრო ფართო არჩევანი. ვიმედოვნებ, რომ პარტიების პროგრამები საბოლოოდ გზას გაიკვალავს მომავალ პარლამენტში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ დემოკრატიული დისკუსია გაგრძელდეს არჩევნების შემდგომაც“, – აღნიშნა ჰარცელმა.
რაც შეეხება, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ჰარცელის განცხადებით, ასეთ ფაქტებს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
„მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს სანდო რეაგირება გამოძიების დაწყების კუთხით, ასევე გამოძიების მიუკერძოებლად და რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება, რათა ყველამ გამოიტანოს დასკვნა, თუ რა არის დაშვებული და რა არის დაუშვებელი სამართლებრივი თვალსაზრისით. მე ასევე მოვუწოდებ ყველა პარტიის ლიდერებს, შეახსენონ თავიანთი პარტიის წევრებს უმაღლესი ეთიკური სტანდარტების დაცვის აუცილებლობა, რათა ყველამ მიიღოს გზავნილი, რა არის დაშვებული და არა, რათა თავიდან იყოს აცილებული მზარდი ნეგატიური სპირალი მომავალ კვირებში.
ვფიქრობ, ამ არჩევნებისთვის ცესკო-მ ამომრჩეველთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ კარგი პლატფორმა წარმოადგინა. ვიმედოვნებ, რომ ეს მეტ ადამიანს უბიძგებს, რომ წავიდეს არჩევნებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? – პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო
ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის...
პეტრე ცისკარიშვილი: ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს
ქართულ ჯიგრულ პონტში სცენა უნდა ეთხოვებინათ 2-3 საათით, ამის მაგივრად, დაუპირისპირდნენ ხალხს, ზუსტად ისევე, როგორც აპირებენ, ხვალ მიტინგი მოუწყონ ქართულ...
„ბიძინა, გამოიხედე!..“ – რა ფოტოს აქვეყნებს ვახო სანაია?
"ბიძინა, გამოიხედე - დრონის კადრი!
გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო – მისი თავისუფლების, დემოკრატიის, ღირებულებების, სუვერენიტეტის
დღეს არ არის დრო სახლში ყოფნის და ტელევიზორში იმის ყურების, თუ რა ხდება. დღეს არის სამშობლოს დაცვის დრო - მისი...
ირაკლი ბათიაშვილი: ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მამული და ჩვენი სარწმუნოება თანამედროვე ბოლშევიკების შემოტევისგან, ურწმუნო და უსამშობლო ადამიანების ურდოების შემოსევისგან. სწორედ ამიტომ უნდა...
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...