,,დღეს ოფიციალურად და წერილობით მივმართე ტელევიზია Obieqtivi TV-ს, რათა მიიღოს ზომები და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ დავით თარხან-მოურავის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.
ამ ნაბიჯის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლის დადგენა და ნებისმიერი არასწორი ინტერპრეტაციის ან სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღნიშნული მედიისთვის.
მჯერა, რომ მინაბის სკოლის ბავშვები უცოდველი ანგელოზები იყვნენ და მათ შესახებ სიცრუის გავრცელება დაუშვებელია.
პასუხისმგებლიან მედიას საზოგადოებისა და სიმართლის წინაშე აქვს ვალდებულება, გაასწოროს არასწორი ინფორმაცია.
გამჭვირვალობა არის საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი და ორი ერის საერთო მომავლის გარანტია”-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ალი მოჯანი ავრცელებს.
შეგახსენბთ, ირანის ელჩმა საქართველოში ალი მოუჯანმა დავით თარხან მოურავი ტყუილში ამხელს

