გუშინ ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ბატონმა დავით თარხან-მოურავმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც „მინაბში გოგონათა სკოლის წინააღმდეგ ამერიკის მიერ განხორციელებული თავდასხმა სიმართლეს არ შეესაბამება“.
მე, როგორც ჩემი ქვეყნის ელჩი, მზად ვარ დავფარო თქვენი მოგზაურობის ყველა ხარჯი, რათა თავად გაემგზავროთ და ადგილზე დაათვალიეროთ და დაითვალოთ 168 ბავშვის საფლავი და სიმართლე პირადად გადაამოწმოთ.
ასეთი განცხადებები, ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებული თემების განსაკუთრებული სენსიტიურობის გათვალისწინებით, საჭიროებს ზუსტ, დოკუმენტურ და მიუკერძოებელ გადამოწმებას. ადამიანის ღირსება აღემატება ნებისმიერ პოლიტიკურ ან მედია- კონკურენციას და არ უნდა გადაიქცეს დაპირისპირების ან დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების იარაღად.
განა არ უნდა ვცეთ პატივი ქართველი ხალხის გონიერებასა და საზოგადოებრივ შეგნებას?
განა არ უნდა შევინარჩუნოთ მედიის სიწმინდე და პასუხისმგებლობა?
განა სოციალური ეთიკა და რწმენა ქრისტესადმი, რომელსაც ჩვენ მუსლიმებიც და თქვენ, ქრისტიანებიც, ვაღიარებთ, არ უნდა იყოს მსჯელობისა და შეფასების საფუძველი?
თუკი ამერიკისა და ისრაელის მიერ ისფაჰანში განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ შვიდ ქართველთან მიმართებით სოლიდარობისა და თანაგრძნობის გამოხატვა არ მოხდა, მინიმუმ იმის მოლოდინი მაინც გვაქვს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან, განსაკუთრებით კი ომის დროს ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას, დაცული იყოს სიზუსტე, პასუხისმგებლობა და მეტი ანგარიში გაეწიოს საზოგადოებრივ აზრს.
– წერა მოუჯანი თავის facbook გვერდზე

