კვირა, აპრილი 26, 2026

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, ნაცურ“ მედიაზე არის ზედგამოჭრილი, ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს – რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას, საქართველოსთვის მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია! – დიმიტრი სამხარაძე

„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს! – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, “ტვ პირველის” ინფორმაციას, რომლის მიხედვით, “ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ”.

სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, მსგავსი ქველმოქმედება არასდროს არავის გაუკეთებია, რაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გააკეთა. ის აქვეყნებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედების ნაწილის ჩამონათვალს და წერს, რომ სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

“ტყუილს მოკლე ფეხები აქვს”, ნაცურ მედიაზე არის ზედგამოჭრილი! უტვინოები რომ არიან, იმითაც ამტკიცებენ, ნაცებს ემონებიან და ისეთ უტოპიაში გადადიან, მთელი ერის დასაცინად იხდიან თავს!
რაც შეეხება ერისკაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის ქველმოქმედებას საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, მსგავსი არავის, არასდროს გაუკეთებია! არ არსებობს ქართველი, რომელმაც საკუთარ სამშობლოს იმდენი სიკეთე მოუტანა, რამდენიც ბატონმა ბიძინამ და მისმა ოჯახმა! ბიზნესი ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც პირველი მილიონი შემოუვიდა და ამ მილიონიდან, 750 ათასის ტრაქტორები იყიდა და საქართველოში გამოაგზავნა ხალხისთვის! რატომ ვიწყებ იცით ამ მაგალითით? მაშინ არავინ იცოდა, არც ბატონმა ბიძინამ, ბიზნესი როგორ გაუგრძელდებოდა, წარმატებას მიაღწევდა ისევ თუ არა! შანსი გამოუჩნდა და უფრო მეტი მის ხალხს დაახარჯა, ვიდრე თავის ოჯახს! ვინმე შეძლებდა?
1.ააშენა სამების ტაძარი
2.გაარემონტა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა თსუ-ს 1 კორპუსი
3.გაარემონტა კონსერვატორია
4.გაარემონტა სამხატვრო აკადემია
5.გაარემონტა პირველი კლასიკური გიმნაზია
6.აშენებს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს,
7.ააშენა ფრანგული სკოლა
8.საქართველოში ააშენა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა 36 სკოლა
9.გარემონტდა 400-ზე მეტი სკოლა
10.აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარა 540 ტაძარს და ძეგლს. (აგრეთვე კაცხის მონასტერს, ვარძიას, მცხეთა – სვეტიცხოველი, გერგეტის სამებას, უფლისციხეს და ა.შ.)
11.ჯანსულ კახიძის მუსიკალური ცენტრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია,
12.ოპერისა და ბალეტის თეატრს სრული რეკონსტრუქცია
13.განაახლა და სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს (ფილარმონია)
14.შოთა რუსთაველის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონსტრუქცია
15.მარჯანიშვილის თეატრს ჩაუტარა სრული რეკონტრუქცია
16.გრიბოედოვის თეატრის სრული რეკონსტრუქცია
17.თავისუფალი თეატრის სრული რეკონსტრუქცია
18.მოზარდმაყურებელთა თეატრი,
19.თუმანიშვილის თეატრი
20.მარიონეტების თეატრი
21.მუსიკისა და დრამის თეატრი
22.მსახიობების ხელფასით უზრუნველყოფა
23.ააშენა ბათუმის დელფინარიუმი
24.ბათუმის ზოოპარკი
25.ბათუმის ეშმაკის ბორბალი
26.გასართობი ცენტრი “ციცინათელა”
27.,სიღნაღის სრული რეკონსტრუქცია
28.ბაკურიანის საბაგირო გზა
29.საქართველოს ეროვნული მუზეუმი
30.ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
31.იოსებ გრიშაშვილის სახლმუზეუმი
32.აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი
33.მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი
34.თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი
35.ებრაელთა მუზეუმი
36.დააფინანსა 20-ზე მეტი მუსიკალური ანსამბლი
37.პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
38.ბოტანიკური ბაღი
39.2004-2007 წლებში მინისტრების, დეპუტატებისა და ა.შ. პირების ხელფასები
40.დააფინანსა სტიქიით დაზარალებულები
41.უამრავ ადამიანს უფასოდ უმკურნალა და არაერთ სტუდენტის სწავლას აფინანსებს საზღვარგარეთ
42.საერთაშორისო აუქციონებზე შეიძინა ფიროსმანის რამდენიმე ნახატი და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა საჩუქრად
43.ქართული ჯარის ყაზარმების რემონტი და ხელფასები
44.საპატრულო პოლიციის სრული ეკიპირება და დაფინანსება
45.სოფელ ჭორვილის მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობა და მათთვის ყველანაირი დახმარების გაწევა
46.ურეკის დიდი საკონცერტო დარბაზის მშენებლობა
47.ძვ.თბილისის რეაბილიტაცია,
48.გორი-ჭიათურა-ზესტაფონი ტრასის ასფალტიზაცია
49.თბილისი ხაშურის ავტობანის თანადაფინანსება
50.ქუთაისის ძველი უბნის რეაბილიტაცია
51.საპატრულოს ავტომობილები
52.საჩხერის და გორის სამხედრო ბაზები
53.ყველა სარაგბო სტადიონი
54.რაგბის ნაკრების დასპონსორება
55.საფეხბურთო ცენტრი “ბასა”
56.თბილისის კანალიზაცია
57.აშენდა და გარემონტდა საჩხერისა და ურეკის კულტურის სახლები
58.აშენდა ბოტანიკის ინსტიტუტი
59.აშენდა პოლიციის შენობები
60.ფინანსდება ისტორიული საბავშვო ჟურნალი ,,დილა”
61.განახლდა ბაკურიანისა და საჩხერის კინოთეატრები და ხელოვნების სახლები;
62.საერთაშორისო ტურნირებისა და ჩემპიონატებში მონაწილეობისათვის ეკიპირების შესაძენად და ხელფასებისათვის წლების მანძილზე ფინანსდება 14 სპორტული ფედერაცია და 6 სპორტული კლუბი
63.ათიათასობით წიგნი საჩუქრად გადაეცა საქართველოს ეროვნულ, მეცნიერებათა აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს
64.წლების განმავლობაში სოციალურ დახმარებას სისტემატურად იღებს ხელოვნებისა და სპორტის 500-ზე მეტი მოღვაწე
65.ააშენა შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი
66.ააშენა და სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
67.იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენაზე. ხელნაწერი აუქციონზე 1 მილიონი გირვანქა
68.კორონა ვირუსის ფონდს 100 მილიონი ჩაურიცხა
ეს სია არ არის სრული და უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ესეც საკმარისია იმის გასაგებად, რომ საქმე გვაქვს ერისკაცთან — ადამიანთან, რომელიც თავის ხალხს და ქვეყანას ეკუთვნის.
მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები თავად ლაპარაკობს, ის იცავს ტრადიციებს, აფასებს ისტორიას და, რაც მთავარია, საკუთარ ქვეყანას გულით ატარებს,” – წერს დიმიტრი სამხარაძე.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – ვიზიტი როგორც კი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ირანისგან ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია და შეიძლებოდა, უფრო უკეთესიც ყოფილიყო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა ახალი შეთავაზებები წარადგინა მას შემდეგ, რაც მან პაკისტანში დელეგაციის ვიზიტი გააუქმა.„მათ მოგვაწოდეს დოკუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. საინტერესოა, როგორც კი ვიზიტი გავაუქმე, 10 წუთში მივიღეთ ახალი დოკუმენტი, რომელიც გაცილებით უკეთესია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა წერია დოკუმენტში და აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ აქვს.„ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. მისმინეთ, შეთანხმება რთული მისაღწევი არ არის. ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ახალი ბირთვული იარაღი. ეს ძალიან მარტივია. ბევრი რამ შემოგვთავაზეს, ბევრი რამ, მაგრამ არასაკმარისი“, – აღნიშნა ტრამპმა.მისივე თქმით, სპეციალური წარმომადგენლების, ჯარედ კუშნერისა და სტივ უიტკოფის ისლამაბადში ვიზიტი გააუქმა, რადგან ისინი არა ქვეყნის ლიდერს, არამედ ისეთ ადამიანებს უნდა შეხვედროდნენ, რომელთა შესახებაც, მისივე თქმით, არავის სმენია.„მოგზაურობა გავაუქმეთ. არ ვაპირებთ 15 საათის განმავლობაში თვითმფრინავებში ყოფნას, წინ და უკან სიარულს, რათა არასაკმარისი დოკუმენტი მოგვცენ. ამიტომ, ტელეფონით ვიმუშავებთ და მათ შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ ნებისმიერ დროს. მათ სამხედროები პრაქტიკულად აღარ დარჩათ, ლიდერებიც აღარ ჰყავთ. არავინ იცის, ვინ არის ლიდერი – არ მგონია, მათაც იცოდნენ, ვინ არიან ლიდერები. ფელდმარშალი შესანიშნავია, პაკისტანის პრემიერ-მინისტრიც შესანიშნავია. იცით, მათ სურთ, რაღაც მოხდეს,  მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ 15-16 საათის განმავლობაში მოგზაურობას იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომელთა შესახებაც არავის სმენია. ისინი ძალიან კომპეტენტურები არიან, მაგრამ ქვეყნის ლიდერს არ ხვდებოდნენ. ისინი სხვა ადამიანებს ხვდებოდნენ. მე ვთქვი, ჩვენ უბრალოდ არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ძალიან ბევრი მოგზაურობა ძალიან დიდ დროს მოითხოვს და ძალიან ძვირია. მე ხარჯების მიმართ ძალიან ფრთხილი ადამიანი ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი დაბა ლენტეხი, სოფელი თეკალი იყო.მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მეუფე საბა – არანაირი ჩარევა არ არის, წმინდა სინოდი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება

წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებას, რაც ღვთისთვის სათნო იქნება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა განაცხადა.მისივე თქმით, წმინდა სინოდის საქმიანობაში არანაირი ჩარევა არ არის.„წინა სინოდის სხდომაზე იყო განხილული რაღაც საკითხები, რაღაც დარჩა განსახილველი, რომლებსაც 28-ში განვიხილავთ. 28-ში პატრიარქობის სამი კანდიდატი დასახელდება.არანაირი ჩარევა ჩემთან არ ყოფილა, არანაირი ჩარევა არ არის. წმინდა სინოდი გაიმართება და მიიღებს გადაწყვეტილებას. დაელოდეთ, ვლოცულობთ და ღვთის შეწევნით იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რაც ღვთისთვის სათნო იქნება“, – აღნიშნა მეუფე საბამ.ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკვეთილია თუ არა სავარაუდო კანდიდატები, მეუფე საბამ აღნიშნა: „ეს ფარული კენჭისყრაა და წინასწარ მე არ ვამბობ“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ძლიერი დარტყმების ბრძანება გასცა.ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.განცხადების თანახმად, ნეთანიაჰუმ ისრაელის არმიას დაავალა ინტენსიურად შეუტიონ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს, სხვა დეტალები უცნობია.მედიის ცნობით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა „ჰეზბოლას“ სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთსა ლიბანის სამხრეთით ისრაელის სახმელეთო ჯარებზე.ისრაელმაც დღეს არაერთი დარტყმა განახორციელა ლიბანის სამხრეთით, რის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ჰეზბოლას“, სულ მცირე, ექვსი წევრი დაიღუპა.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, პარლამენტში მანდატზე უარს ამბობს

ორბანმა უარი თქვა უნგრეთიs პარლამენტში მანდატზე. ამის შესახებ უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ორბანის განცხადებით, დასრულდა მისი პარტია „ფიდესის” პრეზიდიუმის სხდომა, და მათ საპარლამენტო ფრაქციის “კარდინალურად რეფორმირება” გადაწყვიტეს, რომელიც 27 აპრილს იქნება ფორმირებული. მისი ხელმძღვანელი გერგეი გულიაში გახდება, ხოლო თავად ორბანი საპარლამენტო მანდატზე უარის თქმას აპირებს.„მანდატი, რომელიც როგორც „ფიდესი”-„ქრისტიან-დემოკრატები” სიის ლიდერმა მივიღე, რეალურად „ფიდესის” საპარლამენტო მანდატია, ამიტომ მისი დაბრუნება გადავწყვიტე. ახლა ის საჭიროა არა პარლამენტში, არამედ ეროვნული მოძრაობის რეორგანიზაციისთვის,” - განაცხადა ორბანმა.მან აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტია ეროვნულ სხდომას გამართავს, ხოლო ხელმძღვანელობის ასარჩევად სხდომა ივნისისთვის გადაიდო. ამ მომენტისთვის პარტია „ფიდესის” პრეზიდენტის თანამდებობას თავად ორბანი იკავებს.

ბოლო სიახლეები