გიორგი ვოლსკი „დღის ქრონიკაში“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აღნიშნავს, რომ ელჩის ქმედება მუქარაა.
„მეიდნის სცენარს გვპირდება, რომ საზოგადოებაში ისეთი შეჯახება მოხდება, რომელიც შეუქცევადი პროცესი იქნება, იქნება მსხვერპლი და იქნება ის, რასაც ბნელ პერსპექტივა, რაზედაც იგი მიანიშნებს.
ჰერჩნსკის მოგონილი არ არის მუქარა, ის ინსტრუქციას ასრულებს, ამ ინსტრუქციას ამბობს და თან გულიც ეთანაღრება. ადრე ქართველ ხალხად მოიხსენიებდა მხოლოდ მათ, ვინც ქუჩაში ცეცხლს ანთებდა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, ახლა ასე არ არის – ყველას ეუბნება და ეტყობა თვითონაც ისე წყდება გული, რომ ინსტრუქციას ასრულებს, ხალხს კეთილი და თბილი სიტყვით მიმართავს, თავის დამოკიდებულებას გამოხატავს საზოგადოების მიმართ, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ყველას მიმართავს და ამიტომ დავარქვით ამას მუქარა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

