სამშაბათი, აპრილი 28, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი – ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, კარგია, რომ რეაგირება მოხდა, ოფიციალურ დონეზე ამან დამოკიდებულებებისა და განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს

პაველ ჰერჩინსკის განცხადება იყო დიპლომატიური სკანდალი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება ევროკავშირის სასაუბრო ენას და იმ სულისკვეთებას, რა სულისკვეთებაც საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში ჰქონდეს.

„აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ელჩის დაბარებას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ საქართველოს ეს პოზიცია მკაფიოდ იყოს გამოხატული და ნათქვამი ოფიციალურ, სახელმწიფო დონეზე და არამარტო საზოგადოებრივ თუ პოლიტიკოსების დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ სწორად იყო გაცხადებული, რომ ეს საქართველოში ევროკავშირის იდეას აზიანებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გეგმებს გარკვეულწილად ძირს უთხრის და ქვეყნის შიგნით პოლარიზაციის მკვებავია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა პაველ ჰერჩინსკის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩი გარკვეულწილად პოლარიზაციის ტყვეობაში იმყოფება და თავიდან ბოლომდე იმ ნარატივზეა, რა ნარატივიც რადიკალურ ოპოზიციას და, მათ შორის, ევროკავშირში გარკვეულ ძალებს აქვთ.

„მისი განცხადება ამის ერთგვარი გამოხატულება იყო. იმ ნარატივის, რა ნარატივითაც ხდება ხოლმე საქართველოში ხშირ შემთხვევაში დაპირისპირების გაღვივება. კარგია, რომ ამაზე რეაგირება მოხდა. ამან ოფიციალურ დონეზე საქართველოსთან მიმართებით დამოკიდებულებებისა და, მათ შორის, განცხადებების დაკორექტირებას ხელი უნდა შეუწყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე დაიბარეს. მოგვიანებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით,  მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას.

ცნობისთვის, რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა პაველ ჰერჩინსკის განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“. ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

23 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით, გაღარიბებით და ეს არის მისი პირდაპირი მუქარა. ამისთვის მიზანშეწონილია ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 24 აპრილს აღნიშნა: „დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების გზები და მას გამოვიყენებთ, გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია – „ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.ლუის ენრიკე: „ყველა მოთამაშე მზად არის. უნდა დავტკბეთ ამ მომენტებით, რადგან არასდროს იცი, მსგავსი მატჩები კიდევ გექნება თუ არა. გუნდი მოუთმენლად ელის ნახევარფინალში თამაშს. ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება უკეთესი.სტაბილურობის კუთხით „ბაიერნი“ შეიძლება ოდნავ გვისწრებს, რადგან მათ მხოლოდ ორი მატჩი აქვთ წაგებული, თუმცა იმის მიხედვით, რასაც ვაჩვენებთ, ჩვენზე უკეთესი გუნდი არ არსებობს.ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგება? ახლა განსხვავებული სიტუაციაა, რადგან პირველად გამარჯვება შვების მომატანი იყო. ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაში ვართ“.ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის, მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.

ვლადიმერ პუტინი – გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას, ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია

გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, მაგრამ რუსეთი მარადიულია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში კანონმდებლების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე ფოკუსირება კონტრპროდუქტიულია.„გადაჭარბებული ბარიერები აფერხებს განვითარებას; ეს დროებითია, წარმავალია, მაგრამ რუსეთი მარადიულია. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი, დინამიური, პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული“, - აღნიშნა პუტინმა.

მძიმე ავარია აღმაშენებლის ხეივანზე – ვითარება ადგილზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე.დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია.სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ კადრებს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.„პრაიმტაიმის“ დეტალების გარკვევას ცდილობს.

მარკო რუბიო – აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას

აშშ ვერ შეეგუება ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ირანი კვლავ ცდილობს, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის შენარჩუნებას, რაც შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია. რუბიო გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს, რომ თეირანი გარკვეული შეთანხმებების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტის „გახსნას“ სთავაზობს. მისი თქმით, ვაშინგტონი ვერ შეეგუება იმას, რომ ირანი განსაზღვრავდეს, რომელი გემები შეძლებენ სრუტეში გავლას ან მოითხოვდეს რაიმე სახის გადასახადებს. „თუ ისინი გახსნაში გულისხმობენ იმას, რომ სრუტე ღიაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ირანთან შეთანხმებით მოქმედებთ, იღებთ მათ ნებართვას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაგბომბავენ და გადახდასაც მოგთხოვენ – ეს არ არის სრუტის გახსნა”, – განაცხადა რუბიომ.

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ

გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი აშშ-ში ჩავიდნენ, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა აშშ-ში ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდნენ.მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა ენდრიუსის ავიაბაზიდან თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უმასპინძლებთ.ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.

ბოლო სიახლეები