ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში თვითნებურად არანაირი მშენებლობა არ დაიწყება

Read Time:1 Minute, 7 Second

ასე ულტიმატუმის ენით საუბარი მერიის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ, მით უმეტეს მნიშვნელოვანი პროექტის ირგვლივ, რომელიც ეხება ვაკის პარკის ტერიტორიას არ შეიძლება. მე გარანტიას გაძლევთ რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნებართვა არ გავცეთ და ვაკის პარკში დაიწყოს მშენებლობა ინვესტორმა, ეს არის გამორიცხული, მიუღებელი. ეს ვერ მოხდება. მარტო ჩემთვის არა, მთლიანად ქალაქისთვის, მოსახლეობისთვის არის მიუღებელი, – თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა თბილისის მერიის პოზიცია ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელია.

„რა თქმა უნდა, ამის სადარაჯოზე ვდგავართ და ვიქნებით და ამას არ დაუშვებს, მაგრამ მეორე საკითხია რა უნდა ვქნათ ამის თავიდან ასაცილებლად და რა თქმა უნდა, ძალადობრივი ენით არც კომპანიასთან და არც ბიზნესთან და არავისთან არ უნდა ვილაპარაკოთ. არ ყოფილა ეს ჩვენი გეგმა და არც ახლა იქნება. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას მოლაპარაკების მაგიდისკენ და გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმეა ამ საკითხის დახურვა, მოგვარება იმ იდეალური ბალანსით, როგორც ჩვენ გვინდა, რომ არ დაზარალდეს არც საჯარო და არც კერძო ინტერესი, საკმაოდ მძიმე ტვირთი გვაწევს რომ 2013 წელს ასეთი ძვირადღირებული გადაწყვეტილება, საგამონაკლისო გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმდროინდელი მერის მიერ და რეალურად, ეს ტვირთი არის გვადევს და ამას უნდა გარკვეულწილად პასუხის გაცემა. მე გამოსავალს ვხედავ მხოლოდ იმაში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია 20 მლნ ლარამდე ღირებულების მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე და ეს თემა ასე უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია: დადგენილი წესები როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ
Next post თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კლინიკური სექტორი საათივით აწყობილად მუშაობს