თამარ გაბუნია: დადგენილი წესები როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ

Read Time:23 Second

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებისთვის დადგენილი წესები ერთნაირად შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს. თამარ გაბუნიას თქმით, სწავლის მოდელთან დაკავშირებით არჩევანის საშუალება კერძო სკოლის მოსწავლეების მშობლებს უნდა ჰქონდეთ.

„სკოლებისთვის დადგენილი წესები ერთნაირად შეეხება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო, საჯარო სკოლებს. ამდენად, რა თქმა უნდა, მისი გათვალისწინება ყველასთვის აუცილებელია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კერძო სკოლების ნაწილი უარს აცხადებს ე.წ. ჰიბრიდულ მოდელზე გადასვლაზე, რაც როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურ რეჟიმში სწავლას გულისხმობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკატერინე დგებუაძე: დამტკიცებულია ყველა ის საჭირო რესურსი, რომ მოსწავლის ჯანმრთელობა სკოლაში დაცული იყოს
Next post ირაკლი ხმალაძე: ვაკის პარკში თვითნებურად არანაირი მშენებლობა არ დაიწყება