ეკატერინე დგებუაძე: დამტკიცებულია ყველა ის საჭირო რესურსი, რომ მოსწავლის ჯანმრთელობა სკოლაში დაცული იყოს

Read Time:44 Second

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში არის ის რესურსი და აღჭურვილობა, რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო მზადება, რომ სკოლები ყველა აუცილებელი რესურსით ყოფილიყო აღჭურვილი, რითაც მოზარდების უსაფრთხოება იქნებოდა დაცული.

„მაღალი მოლოდინი გვქონდა იმისი, რომ 15 სექტემბერს ჩვენი მოსწავლეები წავიდოდნენ სკოლაში, შესაბამისად, მაქსიმალურად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაგვეთვალისწინებინა. გარდა ამისა, ჩვენ მათთან ერთად ვთანამშრომლობდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით. მინისტრის ბრძანებით არის დამტკიცებული ყველა ის რესურსი და აღჭურვილობა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უფლება სკოლის სივრცეში იყოს დაცული,“ – განაცხადა ეკა დგებუაძე.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, მკაცრი მითითებაა, რომ მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანცია იყოს დაცული, თუმცა სადაც ამის უზრუნველყოფა ვერ ხერხდება, იქ სწავლა განსხვავებული მოდელებით დაიწყება. გარდა ამისა, სკოლას აქვს უფლება, სასწავლი დღე დაიწყოს იმ დროს, როდესაც თავად განსაზღვრავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკა ბოჭორიშვილი: მმართველი გუნდის მთავარი პრიორიტეტია, რომ საქართველო მოემზადოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად
Next post თამარ გაბუნია: დადგენილი წესები როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ