ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში სტუდენტებს შეხვდა

Read Time:36 Second

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში სტუდენტებს შეხვდა.

,,დადიანების სასახლის ეზოში ზუგდიდელ სტუდენტებს შევხვდი. ხატია კვარაცხელია, ელენე მოლაშხია და ნათია ჩხეტია ინგლისური ენის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობენ, ნანა დარასელია კი სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტია. მიხარია, რომ ზუგდიდში ასეთი კარგი და წარმატებული ახალგაზრდები არიან.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სტუდენტების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს ნახევარი წლის სწავლის საფასური – 1125 ლარი უფინანსდებათ, ხოლო 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 1 წლის სწავლის საფასური – 2250 ლარი უფინანსდებათ.

ახალგაზრდებთან იმ სირთულეებზეც ვისაუბრე, რაც პანდემიის გამო ზოგადად სტუდენტებს შეექმნათ, მაგრამ მთავრობის მხარდაჭერით მათ ამ სირთულეების გადალახვა შეძლეს” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მაჟორიტარობის კანდიდატი სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმღვანელთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში, ბათუმს ღირსეული წარმომადგენლები ეყოლება
Next post საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია