ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში – მათ კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობას შევთავაზებთ
ჩვენ მივესალმებით ინდოელი ინვესტორების ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობას შევთავაზებთ მათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიან ჯაიშანკართან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობის და საინვესტიციო სფეროში.
„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონო9მიკურ სფეროში, რაც კიდევ უფრო ვითარდება. ყოველწლიურად ინდოეთიდან რამდენიმე ათასი სტუდენტი ჩამოდის თბილისში, იღებენ განათლებას, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ შემდგომი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი, რომელიც შეეხება როგორც ვაჭრობას, ეკონომიკას, ასევე ზოგადად, ჩვენს ურთიერთობებს. დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობას შევთავაზებთ მათ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე საინვესტიციო გარემოზე, საჰაერო, საზღვაო დაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე ასევე შევეხეთ კოვიდ 19-ის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ყველა ქვეყანაში მძვინვარებს აღნიშნული პანდემია და ამ მიმართულებთ თანამშრომლობა აუცილებელია. ასევე მინდა ბოლოს აღვნიშნო, რომ დღევანდელი ვიზიტი მჯერა იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი ჩვენი შემდგომი ძლიერი თანამშრომლობის და მეგობრობის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიის შესრულებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რობერტ სტურუა: ქვეყანაში ახლა მიდის ბრძოლა ფულისთვის – ასე რომ უყვარდეთ ქართველებს ფული, არ ყოფილა საუკუნეების განმავლობაში
მე მიმაჩნია, რომ უკვე ჩაიდინა დიდი შეცდომა ამ ოპოზიციამ. თუ არავინ უშლიდა ხელს მათ გამოსვლას, სტვენას, ყვირილს, პოლიციელებზე შეტევას, რატომ...
ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ჩუბინიძე ავრცელებს. „მშვიდობით „გიგილო“. ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობს ბოლო პერიოდში კიბოს მძიმე...
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება ქართული საზოგადოების და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვება – ლევან ფხაკაძე
ბიზნესმენი ლევან ფხაკაძე წერილს ავრცელებს და მიმდინარე მოვლენების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას გამოხატავს. „ის რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი ევროპა და ევროპული...
გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ – ხვიჩა მაქაცარია
ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია განცხადებას ავრცელებს. „გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ! მე, როგორც საქართველოში ერთერთი ყველაზე...
დავით ევგენიძე – მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერავინ გახდება ჩვენი ბატონი, ვართ ჩვენი მრწამსის, რელიგიის მატარებლები, მადლობა, რომ ქართველი ვარ
მინდა, მსოფლიომ გაიგოს, ვერასდროს ვერავინ ვერ გახდება ჩვენი ბატონი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა დავით ევგენიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „რანინა“...
აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ, სცენასთან მისვლას ითხოვენ და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ [ფოტო]
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ „ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. როგორც...