ირაკლი ქარსელაძე: 500 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, ასევე 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია

Read Time:57 Second

უპრეცედენტოა ის ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, რაც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული მიმართულებების დამატებითი მუხტის შექმნისა და დამატებითი მასშტაბის შეძენით მიზნით განვადებით პროექტების განხორციელებას, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ „ქრონიკაში“ ქვეყანაში განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 500 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, ასევე 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე, გათვალისწინებულია 13 000 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების ბინების აშენება და სხვადასხვა ფორმით მათი საჭიროებების დაკმაყოფილება.

„რეალურად ეს არის დამატება იმ ისედაც მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს როგორც ქვეყანას, ისე კერძო სექტორს კიდევ უფრო დიდი მასშტაბითა და მოცულობით უფრო მეტმა ადამიანმა უფრო მალე მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც განვითარებულ ინფრასტრუქტურას თან სდევს. მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რაც სკოლამდელი აღზრდის ინფრასტრუქტურას უკავშირდება. 500 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, ასევე 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე, გათვალისწინებულია 13 000 დევნილი ოჯახისთვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების ბინების აშენება და სხვადასხვა ფორმით მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. ასევე გათვალისწინებულია დამატებითი პროექტები წყალმომარაგების გაუმჯობესების თვალსაზრისით და 350 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაზეა საუბარი, რომელიც აქტიურად მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. თუ გავითვალისწინებთ იმ მაღალ ტემპს, რომელიც ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების თვალსაზრისით არის, მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან მუხტს ეკონომიკისა და მისი განვითარებისა“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – რიგგარეშე არჩევნები აბსოლუტურად მოგონილი საკითხია, რომელიც გამოიწვია სააკაშვილის ოპოზიციის გაკოტრებამ
Next post ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისათვის