ირაკლი ქადაგიშვილი: როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ისე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენის

Read Time:46 Second

როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ასე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი იდეალური მექანიზმი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე სრული ჭეშმარიტება დადგინდეს.

„დროებითი საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი იდეალური მექანიზმი, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე სრული ჭეშმარიტება დადგინდეს. იციან რა, რომ ჭეშმარიტების დადგენა არის მათი ტყუილზე დაფუძნებული პოლიტიკის დასამარება, ნებისმიერი გზით ეცდებიან, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღონ, კომისიის საწინააღმდეგოდ ნებისმიერ არგუმენტს მოიტანენ, პუტინსაც ჩართავენ, ამათ მხარდასაჭერად პუტინიც იტყვის რაღაცას, ოღონდ, ეს კომისია არ ფუნქციონირებდეს. კომისია დოკუმენტურად დაამტკიცებს ტყუილს, რისი მოწმეც არის ამომრჩეველი და საზოგადოება.

ქვეყანა ვერ გახდება დესტრუქციული დღის წესრიგის შემქმნელთა მძევალი. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივაღწიოთ, რომ პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოში დაბრუნდეს. საუბარია 3 500 საარჩევნო უბნის გახსნაზეც კი, თუ ამის საჭიროებას საგამოძიებო კომისია დაინახავს. ამის გაკეთება შესაძლებელია მოწვეული ექსპერტებისა და არასამთავროების ჩართულობით. როგორც ეშმაკს ნაკურთხი წყლის, ასე ეშინია ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნებზე სიმართლის დადგენა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის გამარჯვებული პროექტის სამუშაო შეხვედრა გახსნა
Next post ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა