ირაკლი კობახიძე – ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია ოპოზიციის სასარგებლოდ და მათ აფინანსებს, კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ასე შემდეგ

Read Time:50 Second

ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკურად აქტიურია, არის ოპოზიციის მხარეს აქტიური და ამიტომ აღარ მოუნდათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ბოლოს იტყვიან, ქვეყანას დეოლიგარქიზაციაც არ სჭირდებაო და პირიქით, შეიძლება, ოლიგარქიზაციაც მოითხოვონ. იმიტომ, რომ ყველა ოლიგარქი, ვინც პოლიტიკაშია ჩართული, ჩართულია მათ სასარგებლოდ და მათ აფინანსებს. აი, ეს არის დღევანდელი რეალობა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, როგორც კი უკრაინული კანონის საქართველოში გადმოტანა მოხდება, ყველა ნახავს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება.

„ისინი მთლიანად ბიძინა ივანიშვილზე აკეთებენ აქცენტს, როცა დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, მაგრამ ეს კანონი პირდაპირ ვრცელდება არაერთ ისეთ ოლიგარქზე, რომელიც პირდაპირ აფინანსებს ოპოზიციას, ან პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში – კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და ა.შ.“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ თუ კონსენსუსი იქნება, დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი მიიღება.

„სამუშაო ჯგუფი ახალი შექმნილია, ახლა დაიწყო განხილვა და ჯერ, წინ არის მთელი პროცესი. წინ არის სექტემბერი, ოქტომბერი და ამ დროისთვის უნდა მოხდეს კანონპროექტის ინიცირება, მერე, ნოემბერში მიღება და შევხედოთ, მანამდე როგორ წარიმართება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: ჩვენ უნდა გვქონდეს ისეთი სიყვარული, რომ უცხო ადამიანის მიმართაც შევძლოთ სიყვარული, რომ უფალთან მივიყვანოთ ადამიანი ჩვენი ლოცვებითა და ჩვენი ცხოვრებით
Next post დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა