ირაკლი კობახიძე: სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩასაშლელად საბაბის მოძებნა არ დაიწყოს

Read Time:27 Second

დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი საკითხი განვიხილეთ და სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს მთელი რიგი საკითხები და რაღაცებზე პოზიციები უკვე შეჯერებულია, თუმცა სხვა საკითხების განხილვა გრძელდება.

„იმედი გვაქვს, ხვალ გაგრძელდება განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში. ყველა საკითხი ვერ ამოვწურეთ, ხვალ გაგრძელდება და ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დასრულდება. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი: ბორელის ეს განცხადება ძალიან ჰგავს ნარიშკინის შეფასებას, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა
Next post გიორგი ვოლსკი: ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტების პოზიცია სერიოზულად შეირყა