ირაკლი კობახიძე: ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით, იმისთვის რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს

Read Time:35 Second

დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. რა თქმა უნდა, ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მმართველი გუნდის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ამ კუთხით სერიოზული სირთულეები არსებობს.

„იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი „პრეროგატივა“ – ორივე მხარე უნდა იყოს თანაბრად დაინტერესებული დეპოლარიზაციით, იმისთვის რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს ნაკლები პოლარიზაცია. საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია. ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის ​მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება
Next post ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე