ირაკლი კობახიძე: ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას, ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ

Read Time:54 Second

ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას. ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ. ასეთ ვითარებაში ისინი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც გადატრილებას მოაწყობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ არსებობს რისკი გაზაფხულზე პოლიტიკური პროცესები საზოგადოებამ ქუჩაში იხილოს და ეს იყოს „ლეგიტიმური რევოლუცია“. კობახიძის თქმით, ოპოზიციური პარტიები გადატრიალებაზე მუდმივად საუბრობენ.

„ეს პოლიტიკური ძალები გადატრიალებაზე მუდმივად ფიქრობენ, რასაც „ლეგიტიმური რევოლუციის“ ტერმინით ნიღბავენ. სინამდვილეში ეს არის ფიქრი ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალებაზე, რისი მცდელობაც მათ 2019 წელს ჰქონდათ, თუმცა ეს წარუმატებელი იყო და ასეთი წარუმატებელი იქნება ნებისმიერი მათი მცდელობა, რომელიც დაკავშირებულია გადატრიალების რადიკალურ სცენართან. ასეთი მცდელობები განწირული იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და სახელმწიფო ნებისმიერ ასეთ მცდელობას დაუპირისპირებს სწორედ რომ ლეგიტიმურ პასუხს. ჩვენ ამისთვის ყველანაირი რესურსი გვაქვს.

რაც შეეეხება ოპოზიციურ პარტიებს, მათი რეიტინგები მეტყველებს და არავითარი რესურსი არ აქვთ, ხელისუფლებაში რაიმე ფორმით დაბრუნდნენ.

ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას. ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ. ასეთ ვითარებაში ისინი ვერც არჩევნებს მოიგებენ და ვერც გადატრილებას მოაწყობენ. შესაბამისად, ბოკერიას, სააკაშვილისა და გვარამიას ასეთი განცხადებები ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ხვალისთვისაა დაგეგმილი
Next post ბიძინა კულუმბეგოვი ასახელებს რეპროდუქციული მაჩვენებლის ნიშნულს, რა დროსაც პანდემიისა და ეპიდემიის მიმდინარეობა ჩერდება