ბიძინა კულუმბეგოვი ასახელებს რეპროდუქციული მაჩვენებლის ნიშნულს, რა დროსაც პანდემიისა და ეპიდემიის მიმდინარეობა ჩერდება

Read Time:1 Minute, 0 Second

ეს არის ვირუსი, რომელსაც აქვს გავრცელების ძალიან ძლიერი პოტენციალი. გავრცელების ეს პოტენციალი სხვადასხვა პარამეტრით ფასდება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ვირუსის ე.წ. რეპროდუქციული მაჩვენებელი, რომელიც ვირუსის ბევრ პარამეტრთან არის მიბმული, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი საშუალოდ 3-დან 4-მდე მერყეობს.

„როდესაც პანდემიის მიმდინარეობის დაღმართს ვუყურებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რეპროდუქციული მაჩვენებელი ჩამოვიდა ერთის ქვემოთ, მხოლოდ ამ დროს ჩერდება პანდემიისა და ეპიდემიის მიმდინარეობა ამა თუ იმ ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი ჩამოსულია ერთის ქვემოთ, რადგან მრუდის თავდაღმართია და პოზიტიურ დინამიკას ქვეყანა ინარჩუნებს, ანუ რეპროდუქციული ინდექსი მკვეთრად სტაბილურად ქვემოთ მოდის“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ახდენს გავლენას ამ რეპროდუქციულ ინდექსზე, რომ ვირუსმა ისევ არ აღიდგინოს თავისი პირველადი გავრცელების პოტენციალი.

„სამედიცინო ნიღაბს შეუძლია შეამციროს ვირუსის გავრცელების პოტენციალი, ისევე როგორც მობილობას.

ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენს ხელთ პირბადე არის უზარმაზარი იარაღი და თუ გვინდა ქვეყანამ იფუნქციონიროს და არ გვყავდეს იმდენი პაციენტი, რომლის მოვლა არ შეგვეძლება, რაც შემოდოგომაზე იყო, არ მოვდუნდეთ, ძლიერი ტალღა მოგვიტანა სწორედ მოდუნებამ.

უკონტროლო გახსნა უფრო საშიში და ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის, ვიდრე ჩაკეტვა. რაც არ უნდა რეგულაციები დააწესოთ, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც მოიმატებს 4-6 კვირის შემდეგ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის მზად“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ზუსტად ის რესურსი სჭირდება გადატრიალებას, რაც არჩევნების მოგებას, ეს არის ხალხის მხარდაჭრა, რაც მათ არ აქვთ
Next post სალომე ზურაბიშვილი: დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თსუ-ის გახსნა იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა და განათლება